ფუტსალი | საქართველომ პორტუგალიას 2:1 მოუგო » სპორტის ხაზი

ფუტსალი | საქართველომ პორტუგალიას 2:1 მოუგო

ფუტსალი | საქართველომ პორტუგალიას 2:1 მოუგო
21-12-2023, 13:08
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდი გამარჯვებით დაასრულა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა, თბილისის სპორტის სასახლეში მსოფლიოს და ევროპის მოქმედ ჩემპიონს, დაუმარცხებლად მოასპარეზე პორტუგალიის ნაკრებს 2:1 სძლია.

გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ნახევრის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრებმა ანგარიში მეორე ტაიმის დებიუტში გახსნა. 33-ე წუთზე გიორგი ჩიმაკაძის პასით ანგარიში ჩიმბამ გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი, 38-ე წუთზე გიორგი ღავთაძემ გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი