დომინიკ ლივაკოვიჩმა მუნდიალის ისტორიული მიღწევა გაიმეორა | დეტალები » სპორტის ხაზი

დომინიკ ლივაკოვიჩმა მუნდიალის ისტორიული მიღწევა გაიმეორა | დეტალები

დომინიკ ლივაკოვიჩმა მუნდიალის ისტორიული მიღწევა გაიმეორა | დეტალები
6-12-2022, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

ზლატკო დალიჩის ხორვატიის ნაკრები 1/4 ფინალშია - ალბათ, ეს არის საკითხი, რაზეც მთელი ხორვატია იქამდე ისაუბრებს, სანამ ბრაზილიასთან შეხვედრა სტარტს ოფიციალურად აიღებს. გუშინ, ლუკა მოდრიჩის გუნდს ძალიან დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია, რადგან როგორც ამ მუნდიალზე გამოჩნდა, იაპონია სახუმარო გუნდი ნამდვილად არაა. მიუხედავად ამისა, ხორვატებმა საწადელს მაინც მიაღწიეს და მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ.

თუ ვინმე მოითხოვს ამავე შეხვედრიდან საუკეთესო მოთამაშის დასახელებას, ის ერთპიროვნულად ხორვატიის ნაკრების 27 წლის მეკარე, დომინიკ ლივაკოვიჩი იქნება, რომელმაც მუნდიალის რეკორდული მიღწევა გაიმეორა.

საქმე ისაა, რომ პორტუგალიელი რიკარდოსა და ხორვატი დანიელ სუბასიჩის შემდეგ, დომინიკ ლივაკოვიჩი გახდა პირველი მეკარე, რომელმაც პენალტების სერიაში 3 თერთმეტმეტრიანის მოგერიება მოახერხა. ცნობისთვის, რიკარდომ მსგავსი რამ 2006 წელს, კერძოდ ინგლისის ნაკრებთან გააკეთა, ხოლო სუბასიჩმა წინა მუნდიალზე დანიის ნაკრების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და ბრაზილიის შეხვედრა 3 დღეში, 9 დეკემბერს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი