იტალიის სერია A-ს მე-5 ტურის შეხვედრაში ნაპოლი სტუმრად ბოლონიას უპირისპირდება ფრედ, 0:0 ეთამაშება.
შეხვედრის 72-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა და ბურთი კარის ჩარჩოს ააცილა. ნიგერიელ ფორვარდთან მაშინვე ხვიჩა მივიდა და გაამხნევა.
გასულ სეზონში, კვარაცხელიამ ოსიმენის მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მას მეკარემ აუღო და პირველი, ვინც ჩვენებური გაამხნევა სწორედ ოსიმენი იყო.