სოციალურ ქსელში, საფეხბურთო პოდკასტის "FC Wonderkid"-ის წამყვანმა ერთმანეთს ნაპოლის ქართველი შემტევი, ხვიცა კვარაცხელია და მილანის პორტუგალიელი თავდამსხმელი, რაფაელ ლეაუ შეადარა.
"კვარაცხელიამ მარტის შემდეგ სერია ა-ში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, რაც ცხადია კარგი არ არის.
მე კი მახსოვს, როცა ხალხი გარკვევით და თავდაჯერებულად ამბობდა, რომ კვარაცხელია ლეაუზე კარგი ფეხბურთელი იყო - არადა ეს განხილვის საგანი არც უნდა იყოს.
თუნდაც კიეზა ავიღოთ, რომელმაც სერია ა-ს ახალი სეზონი კვარაცხელიაზე უკეთ დაიწყო", - აცხადებს წამყვანი.
იხილეთ ვიდეო: