ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პსჟ" გუნდის ორმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ და ნეიმარ ჯუნიორმა დატოვეს.
ბრაზილიური გამოცემა Globo Esporte აწ უკვე "ალ ჰილალის" ფეხბურთელის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ბრაზილიელი ვარსკვლავი ძალიან ცუდად იხსენებს პარიზულ კლუბში გატარებულ პერიოდს:
"როგორი იყო 2022 წელი მესისთვის? მან მედლის ორივე მხარე გამოცადა - არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა და ოცნება აიხდინა, მაგრამ "პსჟ"-ში ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა. მე და მან ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ.
ჩვენ იმ კრიტიკამ გაგვანაწყენა, რომელსაც უსაფუძვლოდ ვიღებდით. მეც და მესიც მაქსიმუმს ვაკეთებდით, რომ "პსჟ"-ში ისტორია დაგვეწერა. სწორედ ამიტომ გავერთიანდით კვლავ, მაგრამ, სამწუხაროდ, ისტორიის კიდევ ერთხელ დაწერა აღარ გამოგვივიდა", - განაცხადა ნეიმარმა.
ცნობისთვის, "პსჟ"-დან წასვლის და არაბეთში ტრანსფერის შემდეგ, ნეიმარი ჯერ მოედანზე არ გვიხილავს - ბრაზილიელ ვარსკვლავს ტრავმა აწუხებს.