ქართველმა ფეხბუთელმა საფეხბურთო კლუბ "მერცხალს" ეკიპირების და სავარჯიშო ინვენტარის სრული კომპლექტი აჩუქა.
მათ დღეიდან ახალი სათამაშო მაისურები, სავარჯიშო ფორმები, ბურთები და სხვა სავარჯიშო ინვენტარი ექნებათ.
მოგეხსენებათ ვაკო ახლა კორეაში იმყოფება, სოწრედ ამიტომ კლუბს საჩუქარი მისმა ძმამ ბექა ყაზაიშვილმა გადასცა.
ინფორმაცია კლუბის შესახებ:
„მერცხალი“ დაარსდა 1925 წელს. 1938 წელს მან მეორე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და საქართველოს სსრ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადავიდა.
1938-46 წლებში გუნდი მახარაძის რაიონის ნაკრების სახელით გამოდიოდა. 1946 წელს ეს გუნდი საქართველოს პიველობაზე მესამე ადგილზე გავიდა. 1946-47 წლებში გუნდს „დინამო“ ერქვა. 1947-54 წლებში გუნდი კვლავ მახარაძის რაიონის ნაკრების სახელით ასპარეზობდა. 1959 წელს კი საქართველოს სსრ რესპუნლიკური თასის გამარჯვებული გახდა, დაამარცხა რა ფინალურ შეხვედრაში თბილისის „დინამო“. გუნდმა თასის მოპოვება ზედიზედ მეორედ შესძლო 1960 წელს.