გერმანიის ჩემპიონატის პირველ ტურში მიუნხენის ბაიერნი გასვლაზე ვერდერს დაუპირისპირდა და მეტოქე 0:4 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში სადებიუტო გოლი გაიტანა ჰარი კეინმა, დუბლი მიითვალა ლეროი სანემ, ხოლო საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა მატის ტელმა დააფიქსირა.
მოგვიანებით, მედიასთან აღნიშნული შეხვედრა ინგლისელმა ფორვარდმაც შეაფასა:
"მშვენიერი საღამო გამოვიდა. მატჩი სწრაფი გოლით კარგად დავიწეთ, მაგრამ შემდეგ ცოტათი გართულდა თამაში. ჩვენი მეტოქე შესვენების შემდეგ კარგად გამოვიდა მოედანზე და რამდენიმე შანსიც შექმნა - მოხარული ვარ, რომ გოლის გატანა შევძელი.
მოგვიანებით, ცვლილებაზე შემოსულმა ჩვენმა მოთამაშეებმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ.
რა თქმა უნდა, ცოტათი ვნერვიულობდი, რადგან მაინც ახალი გარემო და ახალი კლუბია - მიუხედავად ამისა, ინსტიქტმა თავისი ქნა და მაინც გავიტანე", - განაცხადა კეინმა.