"ეს ჩემი ლიმიტი არაა, კიდევ უფრო შორს წასვლა შემიძლია" - საბა საზონოვი » სპორტის ხაზი

"ეს ჩემი ლიმიტი არაა, კიდევ უფრო შორს წასვლა შემიძლია" - საბა საზონოვი

"ეს ჩემი ლიმიტი არაა, კიდევ უფრო შორს წასვლა შემიძლია" - საბა საზონოვი
13-07-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დებიუტანტმა, საბა საზონოვმა დინამო მოსკოვთან ინტერვიუ ჩაწერა.

21 წლის ცენტრალურმა მცველმა განვლილი ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და რამდენიმე დეტალი გამოარჩია:

"ევროპის ჩემპიონატზე თამაში არასდროს დამავიწყდება, რადგან ასეთ ტურნირზე მონაწილეობა პირველად მივიღე. განსაკუთრებით დამამახსოვრდება პორტუგალიის წინააღმდეგ გამართული მატჩი, სადაც ჩემი დებიუტი შედგა და გოლიც გავიტანე."

"საქართველოში საოცარი ატსმოფერო იყო, გულშემატკივრები ბოლომდე იხარჯებოდნენ. ევროპის ჩემპიონატისთვის თავდადებით ვემზადებოდით და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ კარგად ვიასპარეზეთ."

"ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ ზოგიერთი ცნობილი გამოცემა სიმბოლურ XI-ში გახვედრებს. მიუხედავად ამისა, ეს ჩემი ლიმიტი არაა და კიდევ უფრო შორს წასვლა შემიძლია."
- თქვა საზონოვმა

სხვათაშორის, ბოლო ინფორმაციის მიხედვით, საბა საზონოვი ჰამბურგთან ერთად იტალიურ სასუოლოსა და უდინეზეს დაუკავშირეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი