როგორც იცით, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე უარის თქმის გამო ხვიჩა კვარაცხელია არაერთმა ადამიანმა გააკრიტიკა.
კრიტიკის სიას შეემატა ქართველი ჟურნალისტი, კერძოდ დათო გამცემლიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში კვარაცხელიაზე პოსტი გამოაქვეყნა:
"ხვიჩას მაგრად შეეშალა და ეს არ პრავდება!"
"საოცრებები წავიკითხე ჭკვიანი ხალხის ავტორობით: "ჭ" კლასის ტურნირია ეს under21 და რატომ არ უნდა დაესვენა, რატომ გაერისკა ტრავმითო."
"ჯერ ერთი, არ არის "ჭ" კლასის ტურნირი ( ოლიმპიადაზე გასვლა "ჭ" კლასია?); თუმცა რომც იყოს, მთავარი ტურნირის კლასი და რეიტინგი კი არ იყო, არამედ ის, რას როგორ აღიქვამდა უამრავი მწარე დამარცხებით გათანგული, ორი ბრწყინვალე მატჩით გახარებული ქართველი ხალხი - როგორც იმედის ნაპერწკალს."
"ჰო, იმ 20-21 წლის ბიჭებზე აღარაფერს ვამბობ, ვინც ლამის გული ამოიგლიჯეს და მოედანზე დადეს ორ თამაშში; თუმცა გადამწყვეტ მატჩში კლასი არ ეყოთ.. მაღალი კლასის ფეხბურთელი დააკლდათ." - დაწერა ჟურნალისტმა