Transfermarkt-ის მიხედვით | რამდენით გაიზარდა გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება? » სპორტის ხაზი

Transfermarkt-ის მიხედვით | რამდენით გაიზარდა გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება?

Transfermarkt-ის მიხედვით | რამდენით გაიზარდა გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება?
16-06-2023, 16:04
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრებისა და მეცის ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება უკეთესობისკენ შეიცვალა.

Transfermartk-ის მონაცემების მიხედვით, ახლა ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევროა, ეს ზრდა კი მარტივი საწინასწარმეტყველო იყო, რადგან მიქაუტაძემ მეცთან ერთად შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ლიგა 2-ის ბომბარდირი გახდა. გარდა ამისა, მან საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც მიიღო.

აქვე გეტყვით იმას, რომ ბოლო პერიოდში გიორგი მიქაუტაძე მეცის დატოვებასთან ახლოსაა, რადგან ის მილანსა და ბარნლის დაუკავშირეს.

პირველი მათგანი მიქაუტაძეს სათადარიგო ფორვარდად მოიაზრებს, ხოლო რაც შეეხება ბარნლის, იქ გიორგი ძირითადი შემადგენლობის თავდამსხმელად სურთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი