"ვინჩენცოს ნამდვილად შეუძლია, რომ საუკეთესოდ შემცვალოს" - სპალეტი ფიორენტინას მწვრთნელზე » სპორტის ხაზი

"ვინჩენცოს ნამდვილად შეუძლია, რომ საუკეთესოდ შემცვალოს" - სპალეტი ფიორენტინას მწვრთნელზე

"ვინჩენცოს ნამდვილად შეუძლია, რომ საუკეთესოდ შემცვალოს" - სპალეტი ფიორენტინას მწვრთნელზე
12-06-2023, 17:49
Aa Aa
გაზიარება:

ლუჩანო სპალეტიმ ნაპოლი ოფიციალურად დატოვა და ოფიციალურადვე დაადასტურა ის, რომ მომდევნო 1 წლის განმავლობაში არსად მუშაობას არ აპირებს:

"ვადასტურებ იმას, რომ 1 წელი არცერთ გუნდთან არ ვითანამშრომლებ. მსურს, რომ შვებულება ავიღო და ყველაფრისგან დავისვენო, შემდეგ კი გადაწყვეტილებას ჩემი მოტივაციის მიხედვით მივიღებ."

"ჩემი შემცვლელი ნაპოლიში? - ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტი ვინჩენცო იტალიანოა, რომელმაც შეძლო და ფიორენტინას ორი ფინალი ათამაშა. მისი სათამაშო ფილოსოფია ძალიან მომწონს და მიმაჩნია, რომ ის ნაპოლის იდენტურია."

"ვფიქრობ, აურელიო დე ლაურენტისმა უკვე დაამტკიცა, რომ მისთვის სწორი სელექცია პრობლემას არ წარმოადგენს. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ სწორ სპეციალისტს შეარჩევს."
- თქვა ლუჩანომ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი