არის შანსი, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის მზადებაში გვიან შეუერთდეს » სპორტის ხაზი

არის შანსი, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის მზადებაში გვიან შეუერთდეს

არის შანსი, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის მზადებაში გვიან შეუერთდეს
9-06-2023, 16:15
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ნაპოლისთვის 2022/2023 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულდა და ფეხბურთელები დამსახურებულ შვებულებაში გავიდნენ.

მიუხედავად დასვენების პერიოდისა, კვარასთვის ახლა მსუბუქი და ლაღი პერიოდი ნამდვილად არ მოდის, რადგან მის მხრებზე სანაკრებო ფეხბურთის ლოდი ექცევა, რომელიც მან თავდაჯერებულმა უნდა მართოს.

საქმე ეხება ჯერ ეროვნულ, შემდეგ კი ასაკობრივ ნაკრებს. როგორც იცით, კვარას ეროვნულ გუნდთან ერთად ორი მატჩის გამართვა მოუწევს, შემდეგ კი 21-წლამდე ნაკრების დახმარებას შეეცდება, რომელიც სიკვდილის ჯგუფში პორტუგალიასთან, ნიდერლანდებთან და ბელგიასთან ერთადაა მოხვედრილი.

ამდენად, არის შანსი, რომ კვარაცხელიამ ნაპოლის პირველი შეკრება გააცდინოს, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში იგეგმება და კლუბს დაგვიანებით შეუერთდეს, რის შესახებაც არაერთი ნეაპოლელი გულშემატკივარი წუხს და პრეტენზიებს გამოთქვამს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი