"მალე ბავშვები ხვიჩა კვარაცხელიას გზას აირჩევენ" - ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"მალე ბავშვები ხვიჩა კვარაცხელიას გზას აირჩევენ" - ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი

"მალე ბავშვები ხვიჩა კვარაცხელიას გზას აირჩევენ" - ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი
4-06-2023, 12:20
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში ვრცელდება ნაპოლის ყოფილი მწვრთნელის, ანდრეა კარნევალეს კომენტარი, რომელშიც ის ხვიჩა კვარაცხელიას გავლენაზე საუბრობს:

"ვფიქრობ, მისი წარმატება ბედმა განსაზღვრა. ხვიჩას გააჩნია ბუნებრივი ხასიათი, რამაც ყველა უმალვე მონუსხა. კვარაცხელიამ საკუთარი ავტორიტეტი ჯერ კიდევ მაშინ წარმოაჩინა, როდესაც ნეაპოლური თვითმფრინავიდან პირველად ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, სკუდეტოს მოგებაში მისი წვლილი ყველაზე დასაფასებელია."

"აქ რომ მოვიდა პატარა ბიჭი იყო, შემდეგ კი მამაკაცად გარდაისახა, კარგ ფიზიკურ ფორმაში შევიდა და ძალიან გაიზარდა, რაც ხვიჩამ მინდორზე სათავისოდ გამოიყენა. ის სრულფასოვანი მოთამაშეა და მომავალში ბავშვები მისი გზის განმეორებას შეეცდებიან."

"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობები ყველაზე კარგად ატალანტას კარში გატანილ გოლში ჩანს, სადაც მისი უამრავი გენიალური საფეხბურთო თვისება ერთ ეპიზოდშია სინთეზირებული."
- თქვა კარნევალემ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი