"მერჩივნა, რომ იუვენტინოს ნაცვლად, ბო*ისშვილი ეწოდებინათ" - მატერაცი და ნეაპოლური ისტორია » სპორტის ხაზი

"მერჩივნა, რომ იუვენტინოს ნაცვლად, ბო*ისშვილი ეწოდებინათ" - მატერაცი და ნეაპოლური ისტორია

"მერჩივნა, რომ იუვენტინოს ნაცვლად, ბო*ისშვილი ეწოდებინათ" - მატერაცი და ნეაპოლური ისტორია
31-05-2023, 13:41
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთ სპორტულ პოდკასტს სტუმრობდა მილანის ინტერის ყოფილი ფეხბურთელი, კერძოდ მარკო მატერაცი, რომელმაც ნეაპოლში გადამხდარი ისტორია გაიხსენა.

როგორც იცით, ინტერი და იუვენტუსი ერთმანეთს ისტორიულად მტრობენ, ნეაპოლში ყოფნისას კი მატერაცის ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქომაგმა იუვენტინო უწოდა, რასაც მატერაციმ ასე უპასუხა:

"ამ დღეებში ნეაპოლში ვიმყოფებოდი და მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლის გულშემატკივარი არ ვარ, მათი ჩემპიონობა მაინც ძალიან გამიხარდა, რადგან ასეთი ბედნიერი ქალაქის ყურებას არაფერი სჯობს."

"იქ ერთ-ერთმა ნაპოლის მხარდამჭერმა რატომღაც იუვენტინო მიწოდა, რაც ძალიან არ მესიამოვნა. სიმართლე გითხრათ, მერჩივნა, რომ ჩემთვის ბო*ისშვილი დაეძახებინათ და არა იუვენტინო."
- თქვა მატერაციმ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი