შავდათუაშვილის მსგავსად - (VIDEO) ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალშია » სპორტის ხაზი

შავდათუაშვილის მსგავსად - (VIDEO) ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალშია

შავდათუაშვილის მსგავსად - (VIDEO) ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალშია
8-10-2022, 12:24
Aa Aa
გაზიარება:

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, მესამე საშეჯიბრო დღეს, ტურნირზე მედლის მოსაპოვებლად ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) ასპარეზობს. ლიპარტელიანმა შავდათაუშვილის მსგავსად პირველ წრეში დაისვენა და გათამაშებას მეორე რაუნდიდან ჩაერთო. 23 წლის ძიუდოისტის მეტოქე სერბი, ფერისიჩ მარიკა გახლდათ. ეთერი მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებელი იყო. ძირითადი დროის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ქართველმა იდეალური გდება შემოგვთავაზა და იპონით მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა მოახერხა.


იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი