"ევროპის 2 უდიდესი ტალანტი, ჰოლანდი და კვარაცხელია უნდა გავაჩეროთ" - შოტლანდიური მედია » სპორტის ხაზი

"ევროპის 2 უდიდესი ტალანტი, ჰოლანდი და კვარაცხელია უნდა გავაჩეროთ" - შოტლანდიური მედია

"ევროპის 2 უდიდესი ტალანტი, ჰოლანდი და კვარაცხელია უნდა გავაჩეროთ" - შოტლანდიური მედია
31-05-2023, 14:09
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა საქართველოს ერთ-ერთმა მთავარმა კონკურენტმა, კერძოდ შოტლანდიის ნაკრებმა, სადაც რამდენიმე ცვლილებაა განხორციელებული.

იქამდე სანამ მათ შემადგენლობას გაგაცნობდეთ, იხილეთ რა სტატიას ვეცნობით The Scottish Sun-ის ვებგვერდზე, სადაც ყურადღება ერლინგ ჰოლანდისა და ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალებაზეა გამახვილებული:

"ივნისში შოტლანდია ორ მატჩს გამართავს და მოპოვებული 6 ქულის შემდეგ ეცდება, რომ ევროპის ორი უდიდესი ტალანტი, ერლინგ ჰოლანდი და ხვიჩა კვარაცხელია გაანეიტრალოს. სწორედ ეს იქნება შოტლანდიის ნაკრების უმთავრესი გამოწვევა და ამოცანა, შოტლანდიის ნაკრების, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე 1998 წლის შემდეგ 2020 წელს პირველად გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ბოლო მუნდიალი გამოტოვა, ახლა შოტლანდიელებს კვლავ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა სურთ." - წერს ბრიტანული გამოცემა

მეკარეები: ზანდერ კლარკი, ანგუს განი, ლიამ კელი

მცველები: ლიამ კუპერი, ჯეკ ჰენდრი, აარონ ჰიკი, დომინიკ ჰაიმი, ნათან პატერსონი, რაიან პორტუსი, ენტონი რალსტონი, ენდი რობერტსონი, ჯონ სატარი, გრეგ ტეილორი, კირან ტირნი.

ნახევარმცველები: სტიუარტ არმსტრონგი, ლუის ფერგიუსონი, ბილი გილმორი, რაიან ჯეკი, ჯონ მაკგინი, კალუმ მაკგრეგორი, კენი მაკლინი, სკოტ მაკტომინაი.

თავდამსხმელები: რაიან კრისტი, ლინდონ დაიკსი, კევინ ნისბეტი, ლოურენს შენკლენდი.

ცნობისთვის, ჩვენი გუნდი თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებს 17 ივნისს ესტუმრება, 20 რიცხვში კი შოტლანდიაში ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი