გუშინ, იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში “უდინეზემ” “ნაპოლის” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა და ეს შედეგი “პარტენოპეისთვის” საკმარისი აღმოჩნდა გასაჩემპიონებლად.
“უდინეზეს” სტადიონზე ნეაპოლელთა ქომაგებიც მრავლად იყვნენ. ისინი შეხვედრის შემდგომ მოედანზე შევარდნენ. მასპინძელთა ფანებიც მინდორზე აღნოჩნდნენ და საბოლოო ჯამში ზეიმი დაძაბულ ვითარებად აქციეს.
იხილეთ ვიდეო: