ყველაზე რეალური ვარიანტი ნაგელსმანია - ფაბრიციო რომანო ჩელსიში გრეჰემ პოტერის შესაძლო შემცვლელზე წერს » სპორტის ხაზი

ყველაზე რეალური ვარიანტი ნაგელსმანია - ფაბრიციო რომანო ჩელსიში გრეჰემ პოტერის შესაძლო შემცვლელზე წერს

ყველაზე რეალური ვარიანტი ნაგელსმანია - ფაბრიციო რომანო ჩელსიში გრეჰემ პოტერის შესაძლო შემცვლელზე წერს
3-04-2023, 15:07
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, გუშინ გვიან ღამით ლონდონის ჩელსიმ გრეჰემ პოტერი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა.

როგორც ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ირწმუნება, პოტერის შემცვლელად ლონდონის ჩელსი იულიან ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს და ახალგაზრდა მწვრთნელი ამ ეტაპზე ფავორიტი კანდიდატია.

იგივე წყაროს მტკიცებით, ნაგელსმანი ჩელსის მესვეურებმა გუშინ შიდა დისკუსიების დრო ახსენეს და აღნიშნეს, რომ ნიჭიერი მწვრთნელია.

შეგახსენებთ, რომ გრეჰემ პოტერის მსგავსად, ნაგელსმანიც რამოდენიმე დღის წინ მიუნხენის ბაიერნმა კონტრაქტის ამოწურვამდე დაითხოვა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი