ერლინგ ჰოლანდი მანჩესტერული დერბის, დე ბრუინის, გვარდიოლასა და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ » სპორტის ხაზი

ერლინგ ჰოლანდი მანჩესტერული დერბის, დე ბრუინის, გვარდიოლასა და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ

ერლინგ ჰოლანდი მანჩესტერული დერბის, დე ბრუინის, გვარდიოლასა და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ
2-10-2022, 13:48
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი და ამჟამად Sky Sports-ის საფეხბურთო ექსპერტი გარი ნევილი ერლინგ ჰოლანდს მანჩესტერული დერბის წინ ესაუბრა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. აღსანიშნავია, რომ ნევილმა და ჰოლანდმა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს, როგორებიცაა: პეპ გვარდიოლას საფეხბურთო ტაქტიკა, კევინ დე ბრუინის გავლენა, რაში დაეხმარა სულშერი ჰოლანდს, რა გრძნობა აქვს ნორვეგიელს დერბის დაწყებამდე და ასე შემდეგ.

"როგორ აღიქვამს პეპი ფეხბურთს? - მაგალითად, თამაშამდე გვეუბნება თუ რა მოხდება მომდევნო შეხვედრაში და როდესაც თამაში მიმდინარეობს, ზუსტად ის ხდება, რაც პეპმა მატჩამდე გვითხრა, ეს ნამდვილი სიგიჟეა. გვარდიოლა ფეხბურთით შეპყრობილია და ხანდახან არ მესმის, თუ როგორ შეუძლია მსგავსად სცენარის წინასწარ წაკითხვა. გარდა ამისა, პეპს ძალიან უყვარს დეტალების გამორჩევა და მათზე დაყრდნობით წარმატების მიღწევა. ჩვენ ბევრ გუნდს დეტალურად ვარჩევთ და ვგეგმავთ თუ როგორ მოვიპოვოთ გამარჯვება".

"ზეწოლა გულშემატკივრების მხრიდან? - ეს ახალი არ არის. მაშინ, როდესაც დორტმუნდში ვთამაშობდი, საშინაო არენაზე მუდმივად 80 000 ქომაგის წინაშე მიწევდა თამაში, ამიტომ წნეხს მიჩვეული ვარ. ეს ჩემი ყოველკვირეულობაა და ასე გაგრძელდება მომდევნო 10 ან 15 წლის განმავლობაში".

"ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად პაზლის ბოლო ნაწილად ყოფნა? - ჩემი ნატვრა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, მაგრამ პაზლის დაგვირგვინების შესახებ ვერაფერს გეტყვით".

"რას ვფიქრობ კევინ დე ბრუინზე? - ის მშვიდი და კარგი ბიჭია. ჩვენ ერთად ბევრ დროს ვატარებთ და ბევრსაც ვხუმრობთ. იქამდე, სანამ მანჩესტერში გადმოვიდოდი, ვიცოდი, რომ დე ბრუინი საჯარიმოში ბევრჯერ აწვდიდა, მაგრამ იქ არავინ იყო. ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმის და ამაზე საუბარი არც გვჭირდება, რადგან ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ კევინი საჯარიმოში ჩააწვდის ან ისეთ პასს გააძვრენს, რისი დაცვაც მსოფლიოში ყველაზე რთულია"

"მარტო ცხოვრება? - ჰო, ამასაც მიჩვეული ვარ. ბოლო წლების განმავლობაში, მარტო ვცხოვრობდი და მარტო ვთამაშობდი, ამიტომ ეს ახალი არ არის. ვცდილობ, მოწადინებული დავრჩე და იმ შანსს დაველოდო, რომელიც მაშინ მოდის, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი. ვფიქრობ, მოთმინება ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა. ჩემი აზრით, არ არის საჭირო ზედმეტი ფიქრი და საკუთარი თავის სტრესში ჩაგდება, მით უმეტეს ფორვარდისთვის, რადგან ვიცი, რომ შანსი ადრე თუ გვიან მოვა და როცა საკუთარი თავის გწამს, მაშინ ყოველთვის ძლიერ მეტოქედ რჩები".

"გოლების გატანა? - რა თქმა უნდა, ძალიან მსიამოვნებს და თითოეული წარმატების შემდეგ ვგრძნობ, რომ აშკარად ვვითარდები. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ახალგაზრდა მოთამაშისთვის და მე მისგან სიამოვნებას ვიღებ. საბოლოოდ, არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც დაუღალავად ვარჯიშობ და შედეგსაც ადრე თუ გვიან იმკი. ხალხი ამბობს, რომ ბევრ ვარჯიშს შედეგი მოაქვს, მე კი ვფიქრობ, რომ შედეგი სწორ ვარჯიშს მოაქვს. ჩემი აზრით, მხოლოდ იმაში უნდა ვივარჯიშო, რის დემონსტრირებასაც მოედანზე მოვახერხებ".

"ოლე გუნარ სულშერი? - როდესაც ჩემს სამშობლოში ვიყავი, მაშინ თავით თამაში ნამდვილად არ გამომდიოდა. ვერ ვიტყვი, რომ მეშინოდა, უბრალოდ, როცა რამე საქმეში ახალი ხარ, სურვილი გიჩნდება გაიგო თუ რა როგორ კეთდება. მაშინ, როდესაც მიოლდეს ოლესთან ერთად შევუერთდი, მან მითხრა, რომ თავით თამაში დასახვეწი მქონდა და ამაზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ".

"მანჩესტერული დერბი? - თავს განსხვავებულად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ ჩემი პირველი დერბი კარგი გამოვა. მამაჩემთან ამაზე არ მისაუბრია, ის ტრიბუნებიდან მიგულშემატკივრებს და მატჩის დაწყებას მოუთმენლად ველი", - ერლინგ ჰოლანდი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი