"ნაპოლი მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა, ჩვენ ამას მესამედ ვიზამთ" | აინტრახტის მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ნაპოლი მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა, ჩვენ ამას მესამედ ვიზამთ" | აინტრახტის მწვრთნელი

"ნაპოლი მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა, ჩვენ ამას მესამედ ვიზამთ" | აინტრახტის მწვრთნელი
21-02-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ფრანკფურტის აინტრახტისა და ნაპოლის პირველი 1/8 ფინალური მატჩი ჩემპიონთა ლიგაში დღეს, 23:55-ზე გაიმართება.

აღნიშნული მატჩის წინ, გერმანულმა მხარემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აინტრახტის მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა სხვადასხვა საკითხის შესახებ ისაუბრა:

"ჩვენი პირველი მიზანი ის იყო, რომ ფლეი ოფში გვეთამაშა, ახლა კი ბრწყინვალე გუნდს უნდა შევხვდეთ და გამარჯვებაზე ვიფიქროთ. ნაპოლი მართლაც ძლიერი გუნდია, ისევე როგორც ჩვენ. სტადიონი აუცილებლად გაივსება და ატმოსფერო შესანიშნავი იქნება, ჩვენ კარგ ფორმაში ვართ."

"ნაპოლის თამაშს დიდი ხნის განმავლობაში ვსწავლობდით. ისინი თვეების განმავლობაში ერთი სქემით თამაშობდნენ, თუ რამდენიმე როტაციას არ ჩავთვლით. მათ გარკვეული სისუსტეები აქვთ და ვეცდებით, რომ ისინი ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ვფიქრობ, ნაპოლი კლასიკურ იტალიურ ფეხბურთს არ თამაშობს და სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ დომინირებენ ისინი შიდა ჩემპიონატში. მათ მონსტრის ინტენსივობა და აგრესია აქვთ."

"მომიწევს, რომ საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელებიდან საუკეთესოები შევარჩიო, ამ მხრივ, ძალიან გამიმართლა. საბოლოო გადაწყვეტილებებს მხოლოდ თამაშის წინ მივიღებ."

"როგორ შევაჩერებთ ნაპოლის? - წარმოვიდგინოთ, რომ ნაპოლი გარემარბებით და 4-3-3 ტაქტიკით თამაშობს. ჩვენ სიმჭიდროვე უნდა შევინარჩუნოთ, თუმცა უარი არც ხიფათის შექმნასა და შეტევაზე უნდა ვთქვათ. ხვალ ფრე არ გვაწყობს, მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ. ნაპოლი ამ სეზონში მხოლოდ 2-ჯერ, ინტერთნან და ლივერპულთან დამარცხდა, ჩვენ კი გვსურს, რომ მესამეები ვიყოთ."
- ოლივერ გლასნერი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი