ხვიჩა კვარაცხელიას მაისური ავტოგრაფით, რომელიც ელიფ ელმასის ინიციატივით აუქციონზე გავიდა, 5 300 დოლარად გაიყიდა - აღნიშნული თანხა სრულად მოხმარდება თურქეთში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებულ ხალხს - ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
მათივე ცნობით, 3 700 დოლარად გაიყიდა ოსიმენის მაისური, 3 100 დოლარად ელმასის მაისური, ხოლო 2 100 დოლარად ზელინსკის მაისური.
შეგახსენებთ, დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა.