როგორც ირკვევა, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა დასახმარებლად FIFA-ც ერთვება საქმეში. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ აღნიშნულისთვის 1 მილიონი დოლარი გამოყო.
“დახმარება გამოყენებული იქნება ჰუმანიტარული ნივთების შესაძენად, ასევე გადაუდებელი და დროებითი თავშესაფრისა და მოსახლეობის დაცვის უზრუნველსაყოფად” - ვკითხულობთ FIFA-ს განცხადებაში.
ცნობილი ხდება ისიც, რომ FIFA ხშირად უკავშირდება თურქეთისა და სირიის ფეხბურთის ფედერაციებს, მათთან აქტიური კომუნიკაცია აქვს.