როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ თურქეთსა და სირიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, ტრაგედიამ თურქეთში 12 391 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
საქართველომ დახმარების მიზნით, მეზობელ ქვეყანას 60 მაშველი გაუგზავნა. მერიის გადაწყვეტილებით, ბათუმში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრიც გაიხსნა. ამავედროს “დინამო ბათუმის” სტადიონი თურქეთის დროშის ფერებში განათდა.