'ვალენსიას' ქართველი ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გლობალური ფეხბურთის შესახებ სტატიების საიტმა Top Soccer Blog-მა 10 საუკეთესო მეკარეთა სიაში შეიყვანა.
ახალგაზრდა კარის დარაჯმა ამ სიაში მე-9 ადგილი დაიკავა ჯალუიჯი დონარუმასთან, გევინ ბაზუნუსთან და ილან მელიესთან ერთად.
უკვე რამდენიმე თვეა რაც მამარდაშვილი 'ღამურების' რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. ეს ყოველივე რამდენიმე დღის წინ მადრიდის 'რეალთან' მატჩშიც დამტკიცდა, სადაც ქართველმა ურთულესი სეივები შემოგვთავაზა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში მამარდაშვილი გახდა პირველი მეკარე საქართველოდან, რომლის ღირებულება 5 მილიონ ევროდ იქნა შეფასებული Transfermarkt-ის მიერ. ასეთი რამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა.