მიმდინარე კვირაში, გუშინ და გუშინწინ იტალიის თასის ეგიდით 4 შეხვედრა გაიმართა. 1 თებერვალს “ინტერმა” “ატალანტას,” “ფიორენტინამ” კი “ტორინოს” სძლია. 2 თებერვალს “კრემონეზემ” ასპარეზობას “რომა” გამოთიშა, წუხელ კი “იუვემ” “ლაციოს” აჯობა.
ნახევარფინალური შეხვედრები ორმატჩიანი იქნება. მატჩები აპრილში გაიმართება. ლუკა ლოჩოშვილის კლუბი “ფიორენტინას,” “იუვე” კი “ინტერს” დაუპირისპირდება.