როგორც იცით, ნაპოლი თავის მომდევნო და უმნიშვნელოვანეს შეხვედრას რომას წინააღმდეგ 29 იანვარს გამართავს. სწორედ დერბი დელ სოლეში შეეცდებიან ლუჩანო სპალეტის ბიჭები, რომ სხვა გუნდებთან მოპოვებული ისედაც დიდი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდონ.
ამავე მატჩის წინ, Tele A-ს ჟურნალისტმა, ტანკრედი პალმერიმ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორზე ისაუბრა:
"ნაპოლისა და რომას შეხვედრა? - ამ მატჩის შესახებ ძალიან ბევრი ვიფიქრე და მიმაჩნია, რომ თუ სპალეტის 77-ე ნომერი ითამაშებს, მაშინ მასპინძლები 3:0-ს მოიგებენ, ხოლო ხვიჩას გარეშე ნაპოლი 2:0-ს მოიგებს." - თქვა იტალიელმა ჟურნალისტმა.
ცნობისთვის, თითქმის 100%-ით გადაწყვეტილია, რომ ხვიჩა კვარაცხელია რომასთან მატჩში თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.