ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში მადრიდის რეალი ერნესტო ვალვერდეს ატლეტიკ ბილბაოს ესტუმრა და მეტოქე 0:2 დაამარცხა.
გარდა იმისა, რომ მადრიდელებმა მნიშვნელოვანი ქულები აიღეს და ბარსელონასთან სხვაობა შეამცირეს, გულშემატკივრები სხვა დეტალზეც საუბრობენ.
ეს კარლო ანჩელოტისა და მის სახალისო საქციელს შეეხება, რომელმაც ერთ-ერთი ქომაგის მოთხოვნა საღეჭი რეზინის მიწოდებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა, ამ კადრებმა კი მთელი ინტერნეტი მოიცვა - იხილეთ ვიდეო.