L’Equipe-ს ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ყოფილ მთავარ მწვრთნელს ტურინის “იუვენტუსში” სურს მუშაობა. ამავე წყაროს ცნობით, ფრანგმა უარიათ ხუთი ნაკრები გაისტუმრა - პორტუგალია, ბრაზილია, კატარი, აშშ და ემირატები.
ამჟამად “ბიანკონერის” მასიმილიანო ალეგრი წვრთნის. ხელმძღვანელობა მას ენდობა და გაშვებას არ აპირებს.
ზიდანი ბოლოს “ბლანკოსს” წვრთნიდა. მან მადრიდული კლუბი 2021 წლის მაისში დატოვა.