გუშინ, 00:00 საათზე ტურინის იუვენტუსმა კოპა იტალიის 1/8 ფინალში სერია A-ს ერთ-ერთ აუტსაიდერ მონცას უმასპინძლა, სადაც მასიმილიანო ალეგრის ბიჭებმა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ალეგრიმ რამდენიმე ძირითადის ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, თუმცა თამაშის სცენარის გამო მათი მეორე ნახევარში გამოყვანა მაინც მოუხდა.
აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მოედანზე ფედერიკო კიეზა გამოჩნდა, რომელმაც დაახლოებით 20 წუთში სრული შედევრი შემოგვთავაზა და თავისი გუნდი კოპა იტალიის მომდევნო ეტაპზე გაიყვანა - იხილეთ ვიდეო.
შეგახსენებთ, რომ ამავე ტურნირის 1/4 ფინალში მასიმილიანო ალეგრი და მისი იუვენტუსი მაურიციო სარის ლაციოს ტურინში შეხვდებიან. ეს მატჩი 2 თებერვალსაა ჩანიშნული.