რამდენიმე თანაგუნდელის გვერდით ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველი მომღერლის, სტეფანე მღებრიშვილის ცნობილი საახალწლო ჰიტი “ჯადოსნური ღამე” იმღერა.
მან “პარტენოპეის” ფეხბურთელებისგან ოვაციები და შეძახილებიც დაიმსახურა. ნათელია, რომ ქართველს თანაკლუბელებთან თბილი ურთიერთობა აქვს.
ვიდეოს სოციალურ ქსელში გავრცელებიდან მალევე, აღნიშნულ კადრები სტეფანე მღებრიშვილმაც შემდეგი სათაურით გააზიარა: "დილიდან კარგ ხასიათზე დავდექი."