მიმდინარე წელი თითქმის მიიწურა და მთელი მსოფლიო, ახალი 2023 წლის მოლოდინშია.
გასული წელი, საქართველოს ნაკრების შემტევისთვის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა - ქართველმა ვინგერმა იტალიურ ნაპოლიში ტრანსფერისთანავე მოახერხა მთელი საფეხბურთო სამყაროს გაოცება.
ახლახანს, იტალიური სერია A-ს გამოქვეყნებულ ბანერზე, ხვიჩა კვარაცხელიასაც ვხედავთ, რომელსაც ნაძვისხის სათამაშო უჭირავს.
სათამაშოზე რიცხვი 10-ია გამოსახული, რაც რა თქმა უნდა ნეაპოლიტანელების ლეგენდაზე, დიეგო არმანდო მარადონაზე მიანიშნებს.
იხილეთ ფოტო: