ფეხბურთსა და ფულს შორის არჩევანი ფეხბურთზე გააკეთა - ოსიმენმა არაბეთში ტრანსფერი ჩაშალა » სპორტის ხაზი

ფეხბურთსა და ფულს შორის არჩევანი ფეხბურთზე გააკეთა - ოსიმენმა არაბეთში ტრანსფერი ჩაშალა

ფეხბურთსა და ფულს შორის არჩევანი ფეხბურთზე გააკეთა - ოსიმენმა არაბეთში ტრანსფერი ჩაშალა
გუშინ, 11:42
Aa Aa
გაზიარება:

ვიქტორ ოსიმენის „ალ ჰილალში“ გადასვლა შეთანხმებულად ითვლებოდა, თუმცა ნიგერიელმა ფორვარდმა ბოლო მომენტში აზრი შეიცვალა და საუდურ კლუბთან კონტრაქტზე ხელი არ მოაწერა.

TalkSport-ის ინფორმაციით, „ალ ჰილალი“ მზად იყო „ნაპოლისთვის“ 75 მილიონი ევრო გადაეხადა და ოსიმენს წელიწადში 40 მილიონი ევრო, პლუს 5 მილიონი ბონუსად შეეთავაზა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელმა ევროპის დატოვება გადაიფიქრა.

ოსიმენი მალე 30 წლის გახდება და ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ევროპაში კარიერის გაგრძელების სურვილით იყო განპირობებული. „ნაპოლი“ კი მის გაყიდვას კვლავ ცდილობს — ერთადერთი რეალური ვარიანტი ამ დროისთვის „გალათასარაია“, რომელიც გაცილებით ნაკლებ, 15-მილიონიან ხელფასს სთავაზობს.

მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუჩანო სპალეტი, რომელიც იტალიის ნაკრებიდან წავიდა, „იუვენტუსში“ ინიშნება და ოსიმენის გადაბირება სურს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი