2 ქართველი პრემიერ ლიგაში? - მამარდას შემდეგ ჩაკვეც უახლოვდება ახალ კლუბს » სპორტის ხაზი

2 ქართველი პრემიერ ლიგაში? - მამარდას შემდეგ ჩაკვეც უახლოვდება ახალ კლუბს

2 ქართველი პრემიერ ლიგაში? - მამარდას შემდეგ ჩაკვეც უახლოვდება ახალ კლუბს
3-06-2025, 19:45
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილმა ვალენსია დატოვა და ლივერპულს შეუერთდა, სადაც ქართველი მეკარე ახალი ისტორიის დაწერას შეეცდება.

გარდა მამარდაშვილისა, პრემიერ ლიგაში თამაშთან ახლოსაა გიორგი ჩაკვეტაძეც, რომლის შენარჩუნებაც მეორელიგელ უოტფორდს ძალიან უნდა გაუჭირდეს.

სხვათა შორის, უოტფორდში ახალი მწვრთნელია დანიშნული, რომელსაც გუნდში ახლებური ხედვების დანერგვა სურს, თუმცა, როგორც წერენ, გეგმებში ჩაკვე აღარ მოიაზრება, რადგან უკვე ყველა ხვდება, რომ ქართველი წასვლის გზას ადგას.

ბოლო პერიოდში ინგლისური მედია გიორგი ჩაკვეტაძეს ევერტონსა და ვულვერჰემპტონს უკავშირებს. სხვათა შორის, ამ უკანასკნელში ერთ ქართველ ნახევარმცველს უკვე უთამაშია და ის თემურ ქეცბაია გახლავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი