ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ განცხადებას აკეთებს » სპორტის ხაზი

ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ განცხადებას აკეთებს

ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ განცხადებას აკეთებს
1-06-2025, 11:38
Aa Aa
გაზიარება:

პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოძრაობის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში მოპოვებულ გამარჯვებას ოფიციალური წერილით ულოცავს.

"ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!

ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა!

ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან, თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია.

მჯერა, რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო
" - ნათქვამია ივანიშვილის მისალოც წერილში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი