28 მაისს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშე და უნივერსიტეტის სტუდენტი - ზურიკო დავითაშვილი.
"ის, სხვა უმაღლესი დონის სპორტსმენების მსგავსად, მონაწილეობს ელიტარული სპორტსმენების ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც შექმნილია სპორტის უნივერსიტეტის მაღალი რანგის სპორტსმენთა აკადემიური წინსვლის მხარდასაჭერად. შესაძლებლობის ფარგლებში, ზურიკო ლექციებს ონლაინ რეჟიმში
ესწრება, ხოლო დღეს უნივერსიტეტში პირადად შეხვდა თავის ლექტორებსა და თანაკურსელებს.
გულთბილი შეხვედრის დასასრულს, უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ბატონმა ჯემალ ძაგანიამ, ზურიკოს გადასცა საავტორო წიგნები და სპორტუნის სიმბოლური მაისური.
გვეამაყება ზურიკო დავითაშვილის მიღწევები და ვუსურვებთ მას კიდევ უფრო დიდ წარმატებებს სპორტულ და აკადემიურ გზაზე![/b] - წერს უნივერსიტეტი.