იტალიურმა Tuttosport-მა დაწერა, რომ ტურინის იუვენტუსი გუნდიდან დუშან ვლაჰოვიჩს უშვებს, მისი შეცვლის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი კი გიორგი მიქაუტაძეა.
ტურინის იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩისა და რანდალ კოლო მუანის შესაძლო ტრანსფერისთვის ემზადება, რაც ახალი შემტევების დამატების საჭიროებას ქმნის.
ბიანკონერი ოსიმენის (ამჟამად იჯარით თურქეთის ჩემპიონ გალათასარაიში თამაშობს) შეძენით არის დაინტერესებული, რომელიც სეზონის ბოლოს ნაპოლის დატოვებს.
ნიგერიელი თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა, ამიტომ იუვენტუსი სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, მათ შორის, არიან ვიქტორ ბონიფაცი, გიორგი მიქაუტაძე და არნო კალიმუენდო.
- წერს გამოცემა.