მედიაში ვრცელდება მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის, ვენსან კომპანის სიტყვები, რომელიც მან თავის ფეხბურთელებს ბუნდესლიგის მოგების შემდეგ უთხრა.
იჭებს ვუთხარი, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ტიტული მოიგეთ კარიერაში - ყოველთვის ისე უნდა იზეიმოთ, თითქოს ეს თქვენი პირველი ტიტული იყოს! ჩვენ ისე ვიზეიმებთ, როგორც პირველი დროს ვიზეიმეთ და ასე გავაგრძელებთ. იმედი მაქვს, რომ მომდევნო სეზონში კიდევ ერთ, “პირველ” ტიტულს მოვიგებთ.
- თქვა კომპანიმ.
მიუხედავად ტიტულის მოგებისა, რეკორდმაისტერის გულშემატკივრები ბელგიელი მწვრთნელით კმაყოფილები არ არიან. მათ უმეტესობას მიაჩნია, რომ კომპანი ბაიერნის მენტალობას აშკარად დაშორებულია და გუნდს სამომავლო დიდ წარმატებას ვერ მოუტანს.