მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა დანი კარვახალმა კარიერის დასრულების შესაძლებლობა არ გამორიცხა. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, 32 წლის მარჯვენა მცველმა განაცხადა: „ეს ხანგრძლივი მოგზაურობა იყო… ჩემი კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. იმედია – არა, მაგრამ რეალისტი უნდა ვიყო.“
კარვახალმა 2024 წლის ოქტომბერში მუხლის ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მოედანს ვერ დაუბრუნდა. მისი განცხადება სწორედ გაჭიანურებულ რეაბილიტაციას უკავშირდება.
შეგახსენებთ, კარვახალი „რეალში“ 2013 წლიდან თამაშობს, კლუბთან ერთად 27 ტიტული მოიპოვა და 427 მატჩში მიიღო მონაწილეობა.