ინტერესს არ უჩივის - ემილიანო მარტინესისთვის ტოპ კლუბები იბრძოლებენ » სპორტის ხაზი

ინტერესს არ უჩივის - ემილიანო მარტინესისთვის ტოპ კლუბები იბრძოლებენ

ინტერესს არ უჩივის - ემილიანო მარტინესისთვის ტოპ კლუბები იბრძოლებენ
გუშინ, 16:19
Aa Aa
გაზიარება:

არგენტინელი მეკარის გარშემო მოლოდინები იზრდება – ემილიანო მარტინესის შესაძლო წასვლაზე მითქმა-მოთქმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფეხბურთელი „ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ „ასტონ ვილას“ გულშემატკივრებს ემოციურად დაემშვიდობა და ცრემლები ვერ შეიკავა.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იუწყება, რომ მარტინესით ინტერესდება „ბარსელონა“, რომელიც მას ვოიცეხ შესნის შემცვლელად მოიაზრებს – პოლონელი მეკარის კლუბიდან შესაძლო წასვლის შემთხვევაში, კატალონიელები ტრანსფერზე აქტიურ მუშაობას დაიწყებენ.

არგენტინელი კარის დარაჯი კიდევ რამდენიმე გუნდს ჰყავს რადარზე – მათ შორისაა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და რამდენიმე საუდის არაბეთის კლუბი, რომლებიც მზად არიან, სოლიდური ფინანსური შეთავაზება გააკეთონ.


კომენტარის დამატება ( 1 )
კოდის განახლება
SHOTEX_21

მარტინესი არა მგონია გადსვიდეს ბარსაში

გუშინ, 18:17
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი