რეალი დინ ჰუისენის დასამატებლად ბრძოლაში ჩაერთო » სპორტის ხაზი

რეალი დინ ჰუისენის დასამატებლად ბრძოლაში ჩაერთო

რეალი დინ ჰუისენის დასამატებლად ბრძოლაში ჩაერთო
გუშინ, 18:50
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის რეალს ბორნმუთის ახალგაზრდა ესპანელ მცველ დინ ჰუისენს უკვე თვეებია უკავშირებენ და როგორც ჩანს, მადრიდელებმა საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტეს.

ფაბრიციო რომანო წერს, რომ 20 წლის ცენტრალური მცველის ტრანსფერით რეალთან ერთად ლივერპული, არსენალი და ჩელსიცაა დაინტერესებული, თუმცა სამეფო კლუბს მათთან კონკურენცია არ აშინებს.

ირკვევა, რომ მყიდველს ახალგაზრდა უკანახაზელის დასამატებლად 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, ფავოროტი კი მადრიდის რეალია, რადგან ჰუისენს სამშობლოში თამაშის სურვილი აქვს.

მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნული სამივე კლუბი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დასახელებული თანხა მაისის თვეშივე გადაიხადონ, იქამდე კი რეალის ნაბიჯები იქნება გასათვალისწინებელი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი