"ამან მომცა მოტივაცია, რომ ოჯახისთვის ყველაფერი მიმეცა" - კვარა განვლილ რთულ გზაზე » სპორტის ხაზი

"ამან მომცა მოტივაცია, რომ ოჯახისთვის ყველაფერი მიმეცა" - კვარა განვლილ რთულ გზაზე

"ამან მომცა მოტივაცია, რომ ოჯახისთვის ყველაფერი მიმეცა" - კვარა განვლილ რთულ გზაზე
დღეს, 14:14
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია მედიასთან განვლილ რთულ გზასა და საბოლოო წარმატებაზე საუბრობს.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მშობლებს ჩემს საფეხბურთო კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვით. იყო ცუდი პერიოდიც, ძალიან ცუდი, რომელსაც მე ოჯახთან ერთად გავუმკლავდი. ყველაზე მთავარი, ჩემს თავში რაც მომეწონა, ისაა, რომ ცუდი დროც მაქვს ნანახი და ამან დიდი მოტივაცია მომცა იმისთვის, რომ ჰქონოდა ჩემს ოჯახს ის ყველაფერი, რაც უფრო დიდ ადამიანებს ჰქონდათ.

ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, ცუდ დროსაც ჩემ გვერდით იყვნენ და მინდოდა, რომ მათთან ერთად ბევრისთვის მიმეღწია. თითქმის ყოველთვის ვარჯიშზე დედაჩემს დავყავდი. მაშინ მამაჩემი მწვრთნელი იყო და დრო არ ჰქონდა, მაგრამ მაინც სულ დედასთან ერთად დავდიოდი. იყო თოვლი, წვიმა, სულ დამყვებოდა და ჩემ გვერდით იყო. ზოგადად, დედამ ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა.

- ამბობს კვარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი