ამ წუთებში მიმდინარეობს ესპანეთის ჩემპიონატის რიგით 35-ე ტურის შეხვედრა, სადაც ატლეტიკო სოსიედადს 3:0-ს ამარცხებს.
აღსანიშნავია, რომ დიეგო სიმეონეს გუნდიდან სამივე გოლი ალექსანდრ სორლოტმა გაიტანა და ლა ლიგის რეკორდიც დაამყარა.
ნორვეგიელი თავდამსხმელს ბასკური გუნდის კარში 3 ბურთის გასატანად სულ რაღაც 11 წუთი დასჭირდა, ასე სწრაფად კი ლა ლიგაში ჰეთ-თრიქი აქამდე არავის არ შეუსრულებია!