"ამიტომ არ იყიდა თავის დროზე არსენალმა ხვიჩა" - ყოფილი სკაუტის განმარტება » სპორტის ხაზი

"ამიტომ არ იყიდა თავის დროზე არსენალმა ხვიჩა" - ყოფილი სკაუტის განმარტება

"ამიტომ არ იყიდა თავის დროზე არსენალმა ხვიჩა" - ყოფილი სკაუტის განმარტება
გუშინ, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

არსენალის ყოფილი სკაუტი, თომაშ პაშიეჩნიე მედიასთან საუბრისას ასახელებს მიზეზებს თუ რატომ არ იყიდა თავის დროზე ლონდონურმა კლუბმა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც 'მეთოფეები' წლების წინ აკვირდებოდნენ.

იმ პერიოდში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პოლონეთში იყო, მე კი ყველა ნაკრებისთვის უნდა მიმექცია ყურადღება. როცა საქართველოს თამაში ვნახე, არც კი ვიცოდი თუ რომელი უფრო უკეთესი იყო, დავითაშვილი თუ კვარაცხელია.

დროის სვლასთან ერთად ორივეს ვაკვირდებოდით რუსეთში, თუმცა ხვიჩას ყოველი მომდევნო ნაბიჯი უარესი იყო. ის ბურთს ხშირად კარგავდა, ფიზიკური სიძლიერით არ გამოირჩეოდა და ორთაბრძოლებსაც სულ აგებდა. მიუხედავად ამისა, ვიცოდით რომ კარგი ფეხბურთელი დადგებოდა, თუმცა მაშინ სხვა რეალობა იდგა, მე კი სიმართლე უნდა დამეწერა.

- ამბობს არსენალის ყოფილი სკაუტი.

პაშიეჩნიეს პასუხად ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა პარი სენ-ჟერმენმა სწორედ ლონდონის არსენალი გამოთიშეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან, სადაც კვარა ერთ-ერთი საუკეთესო იყო!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი