ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმმა" ავსტრიის ბუნდესლიგის ტიტულისკენ სვლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით განაგრძო – 30-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გრაცელებმა უშუალო კონკურენტი "ზალცბურგი" 4:2 დაამარცხეს.
ქართველი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი მატჩში აქტიურად მონაწილეობდა და შეფასებით სახით 7.1 ქულა დაიმსახურა.
გამარჯვების შემდეგ "შტურმს" 39 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილს ლიდერობს და ორი ტურით ადრე უახლოეს მდევარ "ვოლფსბერგსა" და ვენის "აუსტრიას" 6 ქულით უსწრებს.