მწვრთნელი ადასტურებს - ბრუნო ფერნანდეში არსად არ მიდის » სპორტის ხაზი

მწვრთნელი ადასტურებს - ბრუნო ფერნანდეში არსად არ მიდის

მწვრთნელი ადასტურებს - ბრუნო ფერნანდეში არსად არ მიდის
7-05-2025, 21:35
Aa Aa
გაზიარება:

ბრუნო ფერნანდეში მანჩესტერ იუნაიტედის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სტაბილური ფეხბურთელია, რის გამოც ლოგიკურია, რომ ფანებს მისი გუნდიდან წასვლა არ სურთ.

ამ ბოლო დროს Daily Mail წერდა, რომ ბრუნოს წაყვანით საუდის არაბეთიდან ინტერესდებოდნენ, თუმცა კლუბის და კონტინენტის შეცვლაზე ფერნანდეშმა უარი თქვა.

მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია რუბენ ამორიმმაც დაადასტურა:

ბრუნო არის კაპიტანი და ლიდერი. ლოგიკურია, რომ ხალხს მისი დამატება სურს, თუმცა ჩვენი სურვილი ისაა, რომ ჩვენთან ერთად დარჩეს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოა.

- ამბობს ამორიმი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი