"მისი შესაძლებლობები საოცარია" - მესიმ იამალი შეაქო » სპორტის ხაზი

"მისი შესაძლებლობები საოცარია" - მესიმ იამალი შეაქო

"მისი შესაძლებლობები საოცარია" - მესიმ იამალი შეაქო
გუშინ, 16:35
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლეო მესიმ, ახალგაზრდა ტალანტი ლამინ იამალი ქება-დიდებით მოიხსენია.

Simplemente Futbol-თან ინტერვიუში მესიმ აღნიშნა, რომ იამალი მხოლოდ 17 წლისაა, თუმცა უკვე აჩვენებს ისეთ თამაშს, რომელიც ბევრ გამოცდილ ფეხბურთელს შეშურდება.

"მისი შესაძლებლობები საოცარია. ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია როგორც ადამიანი, ისე როგორც ფეხბურთელი, და მომავალშიც განაგრძობს განვითარებას - ისევე, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა", - თქვა მესიმ.

გარდა ამისა, მესიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იამალმა უკვე მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ტიტული ესპანეთის ნაკრებთან ერთად, რაც მისი ასაკისთვის უჩვეულო მიღწევაა. "ის უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში", - დასძინა მესიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი