მიუხედავად იმისა, რომ რონალდ არაუხო ბარსელონას დაცვისთვის ამომავალ ვარსკვლავად მოიაზრებოდა, ბოლო პერიოდში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
უამრავი ტრავმის მიღების შემდეგ არაუხომ თამაში კვლავ დაიწყო, თუმცა მნიშვნელოვან მატჩებში შეცდომებს ხშირად უშვებს, რაც ბარსას ფანებს ძალიან არ მოსწონთ.
ანალოგიური მოხდა დორტმუნდის ბორუსიასთანაც, სადაც არაუხომ გირასის ერთი გოლი ფაქტობრივად თავად გაატანინა, ფანებმა კი ურუგვაელის გუნდიდან გაშვება მოითხოვეს.
იმის ფონზე, რომ ინიგოსა და კუბარსის დუეტი უკვე ჩამოყალიბდა, მართლაც არსებობს შანსი იმისა, რომ არაუხომ გუნდი დატოვოს. სხვათა შორის, მისით თვეების წინ ბაიერნი იყო დაინტერესებული.