"ეს უსამართლოა" - რაფა იუსტეს მბაპეს 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია არ ჰყოფნის » სპორტის ხაზი

"ეს უსამართლოა" - რაფა იუსტეს მბაპეს 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია არ ჰყოფნის

"ეს უსამართლოა" - რაფა იუსტეს მბაპეს 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია არ ჰყოფნის
16-04-2025, 14:05
Aa Aa
გაზიარება:

ალავესის წინააღმდეგ მიღებული წითელი ბარათის შემდეგ კილიან მბაპე ლა ლიგაში 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება არ მოეწონა ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტ რაფა იუსტეს. მისი თქმით, სასჯელი უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო.

ეს უსამართლოა. ჩვენი რომელიმე ფეხბურთელი ასე რომ მოქცეულიყო, არც კი ვიცი რა მოხდებოდა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ასე ბინძურად თამაში არ გვჩვევია. მბაპეს შეეძლო, რომ სერიოზული დაზიანება გამოეწვია. ეს აბსურდი და უპატივცემულობაა.

- თქვა რაფა იუსტემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი