ვირჯილი ლივერპულში რჩება - კლუბი სიახლეს მალე გამოაცხადებს » სპორტის ხაზი

ვირჯილი ლივერპულში რჩება - კლუბი სიახლეს მალე გამოაცხადებს

ვირჯილი ლივერპულში რჩება - კლუბი სიახლეს მალე გამოაცხადებს
12-04-2025, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

მიმდინარე სეზონის დასაწყისში და მისი მსვლელობის განმავლობაში ვირჯილ ვან დაიკის ლივერპულთან გასაახლებელ კონტრაქტზე არაფერი იწერებოდა და მაყურებელმაც ნელ-ნელა დაიწყო იმასთან შეგუება, რომ კაპიტანს კლუბი სეზონის ბოლოს უნდა დაეტოვებინა.

ბოლო დღეებში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ჯერ მედიაში დაიწერა, რომ ნიდერლანდელი მცველი ახალ კონტრაქტს მიიღებდა, შემდეგ კი ამაზე ღია კომენტარი თავად ვირჯილმაც გააკეთა.

ახლახანს ამ ორი მხარის შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა. მისი თქმით, ყველა დოკუმენტი უკვე მოწესრიგებულია და კლუბი გადაწყვეტილებას სულ მალე გამოაცხადებს.

ვირჯილ ვან დაიკი, რომელიც ლივერპულში უკვე 8 წელია თამაშობს, ენფილდზე კიდევ ორი წლით, 2027 წლამდე იასპარეზებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი