პსჟ-ის ყოფილმა მეკარემ ჯერომ ალონზომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და კომპლიმენტებად დაიღვარა.
"კვარაცხელია კარგია როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში - დაცვით ფაზაში ის პარი სენ ჟერმენის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ტაქტიკურად ძალიან ჭკვიანია და ნამდვილი მეომარია, რომელიც გუნდს აქამდე არ ჰყოლია", - განაცხადა ალონზომ.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა ასტონ ვილასთან გამართული პირველი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.